Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


me, bebia, iliko da ilarioni

რეჟისორ თენგიზ აბულაძის 1962 წლის ფილმი. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

siuJeti

ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში.

rolebSi

  • სერგო ორჯონიკიძე (ზურიკელა)
  • სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია)
  • ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ილიკო)
  • გრიგოლ ტყაბლაძე (ილარიონი)
  • მანანა აბაზაძე (მერი)
  • კირა ანდრონიკაშვილი, უმცრ (ცირა)
  • თენგიზ დაუშვილი (კუკური)
  • სოსო გოგიჩაიშვილი (აგიტატორი)
  • შალვა ხერხეულიძე (ამბაკო)
  • ალექსანდრე გომელაური (ანტიფო)
  • ვახტანგ სულაქველიძე (ქიმიის მასწავლებელი)
  • მიხო ბორაშვილი (რომული)

gadaReba

kastingi

მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა. საბოლოოდ შეარჩიეს სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც მანამდე სამსახიობო თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა. ფილმმა მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ ის მერის როლის შემსრულებელ მანანა აბაზაძეზე დაქორწინდა. ილარიონის როლზე განიხილებოდა აკაკი კვანტალიანი, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუა და გიზო სიხარულიძე. საბოლოოდ ილარიონის შემსრულებლად შეირჩა გრიგოლ ტყაბლაძე, ხოლო ილიკოსი სანდრო ჟორჟოლიანი. ამ უკანასკნელს ილიკოს როლი უკვე შესრულებული ჰქონდა გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლში. შერჩევის გარეშე იყო დამტკიცებული ოლღას როლზე სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა. 

adgilmdebareoba

ფილმი გადაღებულია ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. გადასაღები ადგილი რეჟისრომა თენგიზ აბულაძემ შეარჩია. გადამღები ჯგუფი ფილმის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ გააკრიტიკა ფილმის შინაარსისთვის შეუსაბამო ადგილის შერჩევისთვის. სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში, ზამთრის სცენები ბაკურიანს და ლენინგრადში.

 

ixileT aseve